სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება:  დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო.



2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):  მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ბრიტანეთის ღირსშესანიშნაობებს.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებს, ინფორმაციას მოიპოვებენ დამოუკიდებლად  და პრეზენტაციას აკეთებენ ინგლისურ ენაზე. შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარს, გაამდიდებენ ლექსიკურ მარაგს.



4. პროექტის მიზნები:  სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა, ლექსიკური მარაგის  გამდიდრება ზეპირი და წერილობითი აქტივობების  გზით. ისტ-ის გამოყენება, ელექტრონული  პრეზენტაციის გაკეთება და ინფორმაციის მოპოვება.

5. მონაწილეთა ასაკი:  15-16  წელი.

6. ვადები/ხანგძლივობა:  7 დღე.



7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტი, რომელიც შეიძლება შეიქმნას: დოკუმენტური მასალების შექმნა და ვებ გვერდზე განთავსება.
მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის შესახებ.  მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნიან ინგლისურ ენაზე, რითაც იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. ამზადებენ პრეზენტაციებს, აკეთებენ კედლის გაზეთს, რითაც იუმჯობესებენ  წერით და კითხვით უნარ-ჩვევებს.



8. პროექტისთვის საჭრო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფურცლები, საწერ-კალამი, ფოტო მასალა.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. კლასს ვყოფ  2  ნაწილად, თითეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს, ლიდერი უნაწილებს დავალებას ჯგუფის წევრებს.
აქტივობა 2. პირველი ჯგუფი იძიებს ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს ქვეყნების შესახებ.


აქტივობა 3. მეორე  ჯგუფი მოპოვებულ მასალას თარგმნის ინგლისურ ენაზე, აკეთებს კედლის გაზეთს და პროექტის ელექტრონულ პრეზენტაციას.



10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.ს.IV.24მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად  და სხვა).       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა  გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს  შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას  აუდიტორიის წინაშე.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნათია ჩხარტიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  natia.chkhartishvili@gmail.com




No comments:

Post a Comment